fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: დამსაქმებელი შეკვეთის მიმტანს, რომელიც მუშაობისას მძიმედ დაშავდა, 100.000 ევროს სთხოვს

წარმოუდგენელი შემთხვევის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. როგორც ირკვევა, ვოლოსში ერთ-ერთი დაწესებულება, რომელიც 24 საათი მუშაობს და შეკვეთების მიტანის სერვისიც შესაბამისი აქვს, საკუთარი თანამშრომლისგან 100.000 ევროს ითხოვს.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, როდესაც შეკვეთა მიჰქონდა, ავარიაში მოჰყვა და მძიმედ დაშავდა. მას იდაყვზე ორჯერ ჩაუტარდა ოპერაცია და გრძელვადიანი რეაბილიტაცია დასჭირდა. ბიზნესის ხელმძღვანელობამ, რომელშიც ის მუშაობდა, უარი თქვა ინციდენტი გამოეცხადებინა, როგორც უბედური შემთხვევა სამუშაო საათების შესრულების დროს, რადგან გამოვლინდებოდა, რომ ბევრ თანამშრომელს, ისევე როგორც ამ კონკრეტულ ადამიანს, ამუშავებდნენ ზედმეტი საათებით და არ აფიქსირებდნენ ოფიციალურად.

თავად თანამშრომელმა მიმართა ყველა ლეგალურ გზას საკუთარი უფლებების დასაცავად და შეატყობინა კომპეტენტურ ორგანოებს მომხდარის შესახებ. მის საჩივრებში აღნიშნული იყო, რომ ამუშავებდნენ ზედმეტ საათებს და არ უხდიდნენ არც კუთვნილ საჩუქრებს დღესასწაულებზე. ასევე, სარჩელი შეიტანა მორალური ზიანის მიყენებისთვის.

თუმცა, რა მიიღო მან საპასუხოდ?!

როგორც ცნობილი გახდა, დამსაქმებელმა დაშავებულ თანამშრომელს თავად უჩივლა ცილისწამებისთვის და ფინანსური დანაკარგის გამოწვევაში დაადანაშაულა. ამ ყველაფრისთვის კი, 100.000 ევროს ითხოვს.

onalem

ტესტ