fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: დამსაქმებლებს თანამშრომლებისთვის სააღდგომო საჩუქრის ჩარიცხვა “დაავიწყდათ” – თანხა 1,962-მა ადამიანმა არ მიიღო

საბერძნეთში აქტიურად მიმდინარეობს შემოწმებები შრომის ინსპექციის მიერ იმ დაწესებულებებში, რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს სერიოზული საჩივრები შრომის კოდექსის დარღვევის შესახებ. როგორც ირკვევა, ბერძენ დამსაქმებლებს ასობით თანამშრომლისთვის “დაავიწყდათ” სააღდგომო საჩუქრის დარიცხვა.

ვინაიდან დასაქმებულებმა კუთვნილი თანხა ვერ მიიღეს, მათ შრომის ინსპექციას მიმართეს და აღნიშნული უწყების ჩარევის შედეგად კონკრეტულმა კომპანიებმა რეაგირება მოახდინეს.

როგორც ირკევვა, 2023 წელს ჯამში 204 კომპანიას უჩივლეს თანამშრომლებმა, 1962-მა მათგანმა არ მიიღო დამსაქმებლისგან სააღდგომო საჩუქარი, ხოლო მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექცია ჩაერია, თანხა დაერიცხა 752-ს თანამშრომელს. თანხის რაოდენობა, რომლის მითვისებასაც ისინი ცდილობდნენ 184 167,49 ევროს უდრის.

აღნიშნული ტიპის აუდიტორული შემოწმებები გრძელდება, რათა დაცული იყოს თანამშრომელთა უფლებები.

onalem

ტესტ