fbpx
საბერძნეთი

დღეს მაღალი რისკები საბერძნეთის 5 რეგიონში – სად უნდა იფრთხილოს მოსახლეობამ?!

დღესაც, ისევე როგორც გუშინ, საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში ხანძრების გაჩენის თვალსაზრისით მაღარი რისკები ფიქსირდება.

სახანძრო სამსახურმა სიტუაციის კონტროლის არეში მოქცევა მოახერხა ილიასისა და კეფალონიის ტერიტორიებზე, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო კეფალონიაზე.

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო იუწყება, რომ დღეს, 5 სექტემბერს, მოსახლეობა კვლავ ფრთხილად უნდა იყოს და მოერიდოს ისეთ საქმიანობას, რომელიც ცეცხლის გაჩენის მიზეზი შეიძლება გახდეს.

დღეისთვის სახიფათო რეგიონებად სახელდება:

ატიკა

კუნძული კითირა

ცენტრალური საბერძნეთი (აქ შედის ევია)

ჩრდილოეთ ეგეოსი (ლესვოსი, ხიოსი, სამოსი, იკარია)

სამხრეთ ეგეოსი

კრეტა.

onalem

ტესტ