fbpx
საბერძნეთი

გადაადგილება თვითტესტირებით საბერძნეთში – სად გვჭირდება და სად არა?!

დიდი დაბნეულება გამოიწვია ახალი ინფორმაციის გავრცელებამ, რომლის მიხედვითაც გადაადგილებისთვის საჭიროა თვითტესტირება. საზოგადოების ნაწილს ჰგონია, რომ უნდა ჰქონდეს ტესტი გაკეთებული გარეთ ნებისმიერი გასვლის შემთხვევაში, თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის სავალდებულო და რა შემთხვევაში.

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ თვითტესტირება არ არის სავალდებულო მაშინ, როდესაც გადაადგილდებით ათენში, თესალონიკში და ა.შ. ანუ კონკრეტულ ქალაქში. ვინაიდან იხსნება SMS-ის გაგზავნის ვალდებულებაც, სიარული შესაძლებელი იქნება სრულიად თავისუფლად 00:30 საათამდე, ყოველგვარი ტესტირების გარეშე.

როგორც ნიკოს ხარდალიასმა გუშინ გამოაცხადა, თვითტესტირება არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი საშუალება, რომლითაც შეძლებთ გადავაადგილდეთ კუნძულების მიმართულებით.

ამრიგად, თუკი გადავაადგილდებით კუნძულების მიმართულებით უნდა გვქონდეს:

  • ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მე-2 დოზიდან გასული უნდა იყოს 14 დღე), თუკი გვაქვს ვაქცინა გაკეთებული. (სავალდებულო არ არის, არამედ საუბარია იმ შემთხვევაზე, თუკი გვაქვს ვაქცინაცია ჩატარებული).
  • ან თვითტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ჩატარებულია 24 საათით ადრე, იგივე მოქმედებს სწრაფი ტესტის შემთხვევაში, ხოლო თუ ჩაიტარებთ PCR ტესტს, ის უნდა იყოს გაკეთებული არაუმეტეს 72 საათით ადრე.

ამრიგად, ვისაც ვაქცინა არ აქვს გაკეთებული, ვალდებულია ჩაიტაროს თვითტესტირება გამგზავრებამდე.

ხოლო ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვს, უნდა წარადგინოს ცნობა, რომელშიც მითითებულია აღნიშნული ფაქტი.

 

onalem

ტესტ