fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთს კონტროლი დაკარგული აქვს, არაფერი უნდა გახსნილიყო” – პავლაკი და სარიიანი გახსნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან

საბერძნეთში კარანტინის მოხსნას კატეგორიულად ეწიმააღმდეგებიან პროფესორები, დიმოსთენის სარიიანი და გიორგოს პავლაკი.

“აღდგომის ორშაბათის შემდეგ ინფიცირებულთა რიცხვი იმატებს და ეს სწორედ გახსნით არის გამოწვეული. ასევე იმით, რომ არ ვატარებთ პირბადეებს, როგორც საჭიროა,” ამბობს სარიიანი.

გიორგოს პავლაკის თქმით, ივნისში ვნახავთ, რამდენად კარგი შედეგები აქვს თვითტესტირებასა და ვაქცინაციას:

“იმ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ, არაფერი უნდა გახსნილიყო. კარანტინის გაუქმებას ამართლებენ თვითტესტირებისა და ვაქცინაციის მიზეზებით, თუმცა, ნამდვილად დაგვეხმარება თუ არა ეს ორი იარაღი, ამას მხოლოდ ივნისში ვნახავთ. მოსალოდნელია, რომ 1-2 ივნისიდან უნდა დაიწყოს გარკვეული რეცესია, რაც განპირობებული იქნება მხოლოდ ვაქცინაციით.

საბერძნეთი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, უკეთესად მიდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მდგომარეობა კარგი გვაქვს. ბოლო პერიოდში ის კარგავს თავის მოწინავე ადგილს ევროპაში. გასულ წელს ნამდვილად ჰქონდა უპირატესობები, მაგრამ ახლა ქვეყანას კონტროლი აქვს დაკარგული. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ საბერძნეთში დასრულდეს პანდემია, მაგრამ უნდა გვქონდეს გამბედაობა, რომ რეალობა დავინახოთ.

ყველა საუბრობდა გახსნის აუცილებლობაზე და ეს გავაკეთეთ კიდეც, მაგრამ ვხედავთ, რომ კონკრეტულ რეგიონებში ინფიცირებულთა რიცხვმა იმატა. თუ ახლა შეცდომებს დავუშვებთ, ეს ვირუსი არ გვაპატიებს,” აცხადებს მეცნიერი და მკვლევარი.

onalem

ტესტ