fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! პარასკევიდან SMS 13033-ზე უქმდება, გადაადგილების აკრძალვის საათები იცვლება – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

რამდენიმე წუთის წინ ნიკოს ხარდალიასის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, საბერძნეთში პარასკევიდან დიდი ცვლილებები შედის ძალაში და კარანტინის რეჟიმი საბოლოოდ იხსნება.

კერძოდ, 14 მაისიდან:

  • უქმდება გადაადგილებისთვის SMS-ის გაგზავნის ვალდებულება 13033-ზე და 13032-ზე.
  • იხსნება მაღაზიებში ვიზიტების დანიშვნის ვალდებულება.
  • იხსნება მუზეუმები.
  • გადაადგილება აიკრძალება 00:30 საათიდან და არა 23:00 საათიდან.
  • დასაშვები გახდება რეგიონებს შორის გადაადგილება.
  • მოსალოდნელია, რომ კაფეებსა და ტავერნებს კვლავ შეეძლოთ მუსიკის თანხლებით მუშაობა. თუმცა, ეს ყველაფერი ძალაში არ შედის 14 მაისიდან და თარიღები მოგვიანებით გამოქვეყნდება.

კუნძულების მიმართულებით გადაადგილება 14 მაისიდან (გარდა ლეფკადას, ევიასა და სალამინასი) დასაშვები იქნება მხოლოდ რომელიმე ამ დოკუმენტის საშუალებით:

  • ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით ( უნდა იყოს გასული 14 დღე მეორე დოზის მიღებიდან).
  • ან PCR ტესტით, რომელიც ჩატარებულია არაუმეტეს 72 საათით ადრე. სწრაფი ტესტით, რომელიც ჩატარებულია 24 საათით ადრე ან თვითტესტირებით, რომელიც ჩატარებულია 24 საათით ადრე.
  • ან დოკუმენტით, რომელშიც აღნიშნულია, რომ გადატანილი გაქვთ ვირუსი.

 

 

onalem

ტესტ