fbpx
საზოგადოება

კარანტინი იხსნება, მაგრამ გადაადგილების აკრძალვა ძალაში რჩება – რომელი საათიდან იკრძალება გარეთ ყოფნა?!

ჩვენი ცხოვრება ხვალიდან, 14 მაისიდან, კვლავ იცვლება. იხსნება კარანტინი, შესაბამისად, უქმდება 13033-ზე SMS-ების გაგზავნის ვალდებულება.

დღის მანძილზე თავისუფლად გადაადგილება დასაშვებია, თუმცა, ღამით აკრძალვა ძალაში შედის 00:30 საათიდან, ნაცვლად 23:00 საათისა.

აქედან გამომდინარე, კაფეები და ტავერნები იმუშავებენ 00:15 საათამდე და არა 22:45 საათამდე. ცხადია, ამ დაწესებულებებში წასასვლელად არ არის სავალდებულო გაგზავნილი გქონდეთ SMS, კოდით 6, 13033-ზე.

კაფეები და რესტორნები მაისის ბოლომდე კვლავ მუსიკის გარეშე იმუშავებენ.

ხვალიდან მაღაზიებში მისვლა შესაძლებელია პირდაპირ, ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ შიდა ტერიტორიებზე კლიენტთა რაოდენობა განსაზღვრული იქნება.

onalem

ტესტ