fbpx
საბერძნეთი

ცვლილებები საბერძნეთში: მკაცრდება კანონები და იზრდება სასჯელი – ნახეთ დეტალურად

საბერძნეთში სასტიკი დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელი მკაცრდება. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე ისაუბრა.

კონსტანტინოს ციარასმა აღნიშნა, რომ 2021 წელს საბერძნეთში კანონებში ცვლილებები შევა.

“სისხლის სამართლის კოდექსის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა უკვე განიხილეს ცვლილებები, რომლებიც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. კრიმინალური დანაშაულისთვის სასჯელი გაიზრდება.

კანონი გამკაცრდება და სასჯელი გაიზრდება განსაკუთრებით სასტიკი კრიმინალური დანაშაულების და სექსუალური დანაშაულების შემთხვევაში. სამუდამო პატიმრობის მისჯის შემთხვევაში, ადამიანი ციხეში გაატარებს გაცილებით მეტ დროს, ვიდრე ახლა, ანუ რეალური სასჯელი, რომელიც უნდა მოიხადოს, იქნება რამდენიმე წლით მეტი,” აცხადებს მინისტრი.

ციარასის თქმით, უკვე გაზრდილია სასჯელი გაუპატიურებისა და ჯგუფური გაუპატიურების შემთხვევებში და ხაზი გაუსვა, რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს დანაშაულს არასრულწლოვნების მიმართ, რადგან ეს არის საკითხი, რომელიც აწუხებს ფართო საზოგადოებას.

 

onalem

ტესტ