fbpx
საბერძნეთი

ევროპის ქვეყნები ნელ-ნელა კარანტინში შედიან – რა იგეგმება საბერძნეთში?!

ცენტრალური და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები დომინოს პრინციპით მიჰყვებიან ერთმანეთს და ნელ-ნელა კარანტინში შედიან. პირველი პრეცენდენტი ავსტრიაში დაფიქსირდა და როგორც ჩანს, ევროპა მის მაგალითს გაიმეორებს. პანდემიის მეოთხე ტალღა იმდენად მძლავრია, რომ უკონტროლოდ მძვინვარებს ისეთ ორგანიზებულ ქვეყანაშიც კი, როგორიც მაგალითად გერმანიაა.

ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ეპიდმდგომარეობა ტრაგიკულია და ქვეყანა იმაზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე აქამე ყოფილა.

რა გეგმა აქვს საბერძნეთის მთავრობას, რომლის ლიდერმაც განაცხადა, რომ ქვეყანა ავსტრიის მაგალითს არ გაიმეორებს და საყოველთაო კარანტინს არ გამოაცხადებს.

ირკვევა, რომ წინა პლანზე წამოიწია სუპერმარკეტებისა და ეკლესიების საკითხმა. უახლოეს დღეებში ცხადი იქნება, თუ როგორია პანდემიის კურსი, ახალი შეზღუდვებიდან გამომდინარე და შესაბამისად, გადაწყდება, საჭიროა თუ არა კიდევ დამატებითი აკრძალვები დაუწესდეს მოსახლეობის აუცრელ ნაწილს.

ექსპერტების უმეტესობა (10-დან 6 მაინც) ითხოვს, რომ სუპერმარკეტებში შესასვლელად სავალდებულო გახდეს სწრაფი ტესტის გაკეთება და ისინი ემხრობიან იგივე ვალდებულების ძალაში შესვლას, ეკლესიებთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მინა გაგა იმასაც აცხადებს, რომ სრული ჩაკეტვა პრობლემას პირდაპირ მაინც ვერ გადაჭრის, ვინაიდან გასულ წელს იგივე პერიოდში კარანტინი იყო, თუმცა, გარდაცვლილთა იგივე რაოდენობა ფიქსირდებოდა.

onalem

ტესტ