fbpx
საბერძნეთი

წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა: 58 წლის მამაკაცის ცხედარს დრონით მიაგნეს

საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი, რომელიც გუშინდელი დღის შემდეგ გაუჩინარებულთა ოფიციალურ სიაში იყო.

როგორც ირკვევა, საუბარია 58 წლის მამაკაცზე, რომლის ცხედარსაც დრონის გამოყენებით მიაგნეს. გუშინ იპოვეს კიდევ ერთი მამაკაცი, 77 წლის, ასევე, ცოლ-ქმარი, რომელთა ასაკიც უცნობია.

საერთო ჯამში კატასტროფული წყალდიდობის პირობებში მაშველებმა, ჯარმა და მოხალისეებმა 5.000-მდე ადამიანი გადაარჩინეს და სამშვიდობოს გაიყვანეს, დახმარების თხოვნით სამაშველო სამსახურში შესული ზარები მხოლოდ რამდენიმე საათში 10.000-სს ასცდა.

თესალიაში წყლის დონე ნელ-ნელა იკლებს, თუმცა, ჩნდება მეორე პრობლემა – ტალახიანი წყალი, რომლითაც სახლები, ეზოები, სარდაფები დაიტბორა, საფრთხის შემცველია ადამიანების ჯანმრთელობისთვის, რადგან სხვადასხვა ინფექციებს შეიცავს.

სინოპტიკოსთა განმარტებით, კლიმატური ფენომენი, “Daniel”, იმდენად იშვიათია, რომ მომდევნო ჯერზე, სავარაუდოდ, დაფიქსირდება 300-400 წლის შემდეგ.

onalem

ტესტ