fbpx
საბერძნეთი

ლიბიაში დაღუპული ბერძენი ძმები და ექთანი, რომელიც ახალი დაქორწინებული იყო – ისტორიები ტრაგედიის მიღმა

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ლიბიაში ჰუმანიტარულ მისიაში გაგზავნილი ადამიანების სიკვდილი ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდება და არა ტერორისტულ აქტს, როგორც შეთქმულების სხვადასხვა თეორიები ირწმუნებოდნენ. როგორც უკვე ცნობილია, დაღუპულია 5 ადამიანი, რომელთაგან ორი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ, ძმები, რომლებიც თარჯიმნებად საკუთარი მოხალისეობრივი სურვილით იყვნენ წასული აღნიშნულ ტერიტორიაზე.

ლიბიის ტრაგედიის უკან დგას ისტორიები, რომლებიც სულისშემძვრელია. წარმოუდგენელია, რომ ერთმა ოჯახმა ორი შვილი დაკარგა, ბიჭები, რომლებიც ყოველთვის მხოლოდ სხვების დახმარებაზე იყვნენ ორიენტირებულები.

ასევე, სამხედრო მედდა, ევი ანდრეადაკი, კრეტადან, რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული იყო თავის საქმეზე, რომ მისთვის ასეთ მისიებში წასვლა სიამოვნებასაც კი უდრიდა. 40 წლის ქალმა სულ ახლახანს შექმნა ოჯახი, ჯერ 1 წელიც არ იყო, რაც დაქორწინდა, მაგრამ სამწუხაროდ, ოჯახის ბედნიერება ცოტა ხანს გაგრძელდა.

onalem

ტესტ