fbpx
საბერძნეთი

ხუთშაბათს, 21 სექტემბერს, ათენში ავტობუსების მძღოლები იფიცებიან – იმოძრავებენ მხოლოდ 09:00-დან 21:00 საათამდე

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, კერძოდ, ხუთშაბათს, ათენის საჯარო ტრანსპორტის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვას აცხადებს. გაფიცვა შეეხება კონკრეტულ საათებს და შეიზღუდება ავტობუსების გადაადგილება.

კერძოდ, 21 სექტემბერს ავტობუსები იმოძრავებენ მხოლოდ 09:00-დან 21:00 საათამდე, რაც ნიშნავს, რომ მუშაობას ნელ-ნელა შეწყვეტენ 20:00 საათის შემდეგ, ხოლო დილით პირდაპირ 09:00 საათზე, ცხადია, გაჩერებებზე არ ჩამოივლიან, ვინაიდან სანამ სადგომებიდან გამოვლენ და მუშაობას შეუდგებიან, გარკვეული დრო დასჭირდებათ.

არსებული ცნობებით, 21 სექტემბერს გაფიცვას შეუერთდებიან მეზღვაურებიც, რაც შეეხება სხვა დანარჩენ ტრანსპორტს, ტროლეიბუსები, მეტრო, ტრამვაი, იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში.

onalem

ტესტ