fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან ტემპერატურა იმატებს – კლიმატური ფენომენი, რომელიც ზაფხულში გვაბრუნებს

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ხვალიდან ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და კლიმატური ფენომენის გამო, რომელსაც “ვირის ზაფხულს” უწოდებენ, დროებით ისევ ზაფხულში დავბრუნდებით.

როგორც ირკვევა, მომდევნო კვირაში სეზონისთვის უჩვეულოდ ეთბილება და ნოემბრის თვის დადგომამდე მზიანი შემოდგომით დავტკბებით.

კერძოდ, ხვალიდან, ორშაბათიდან, ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება დასავლეთ მაკედონიაში, ჩრდილოეთ საბერძნეთის დანარჩენ ნაწილში კი, ტემპერატურა 28 გრადუსს მიაღწევს. როგორც ჩანს, ყველაზე მეტად დათბება თესალიაში, სადაც თერმომეტრი 29-30 გრადუსს დააფიქსირებს.

ატიკის რეგიონშიც, ცხადია, მოსალოდნელია მზიანი ამინდი, ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება, ხოლო თესალონიკში 15-დან 25 გრადუსამდე.

იონიის კუნძულებზე ასევე 27-28 გრადუსი იქნება, ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და კრეტაზე კი, 25-27 გრადუსი.

onalem

ტესტ