fbpx
საბერძნეთი

“ტურისტები უკვე ჩემოდნებზე სხედან” – რას წერს უცხოური მედია 14 მაისს ბერძნული ტურიზმის გახსნაზე

გერმანული მედია 14 მაისს ბერძნული ტურიზმის ამუშავებაზე წერს და აღნიშნავს, რომ ტურისტები უკვე ჩემოდნებზე სხედან, რომ საბერძნეთის მიმართულებით გაემგზავრონ.

“იმედი, რომ ზაფხულში უდარდელად ვიმოგზაურებთ, ძალიან დიდია. ვისაც მზე და ზღვა უყვარს, საბერძნეთი სწორი არჩევანია. ამ ქვეყანას სურს, რომ მალე მოიხსნას კარანტინი და ტურისტებს საკუთარი კარი გაუღოს. 

14 მაისს საბერძნეთში მოგზაურობა კარანტინის გარეშე იქნება შესაძლებელი. ეს იმიტომ, რომ ამ დრომდე საბერძნეთს ევროპაში ყველაზე კარგი მდგომარეობა აქვს.

მიუხედავად ყველაფრისა, საჭიროა რომელიმე პირობის დაკმაყოფილება: ან გაკეთებული უნდა ჰქონდეთ ვაქცინა კორონავირუსზე და გქონდეთ ამის დამადასტურებელი ცნობა, ან უნდა წარმოადგინოთ უარყოფითი პასუხი კორონავირუსის ტესტზე, რომელიც ჩაიტარეთ ბოლო 72 საათის მანძილზე.” 

Die Rheinpfalz წერს, რომ ვიზიტორებს აღარ შეუძლიათ ლოდინი და მოუთმენლად ელიან, რომ საბერძნეთს ეწვიონ.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში უკვე ჩამოვიდნენ ჰოლანდიელი და ებრაელი ტურისტები, საპილოტე პროგრამის ფარგლებში.

onalem

ტესტ