fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მჟავით თავდასხმა კიფსელზე: 25 წლის გოგო მამაკაცს არ იცნობს და არც არავინ დამუქრებია

კიფსელზე მჟავით თავდასხმის ინციდენტმა საზოგადოებაში შოკი გამოიწვია. 25 წლის ქალს, რომელიც 4 თვის ფეხმძიმეა, უცნობმა მამაკაცმა სახე დაუწვა და მანქანით გაუჩინარდა.

პოლიცია ცდილობს გამოიძიოს, თუ რა უდევს საფუძვლად სასტიკ თავდასხმას, ვინაიდან თავად გოგონასგან რაიმე სახის ინფორმაციის მოპოვება ვერ ხერხდება.

ის ამ დროისთვის ევანგელისმოს საავადმყოფოშია მოთავსებული და ამბობს, რომ არ იცნობს თავდამსხმელს. ახალგაზრდა ქალს არანაირი მუქარა არ მიუღია, რომლის ფონზეც იფიქრებდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა და შესაბამისად, ივარაუდებდა, თუ ვინ გაუსწორდა ასე სასტიკად.

ამ დროისთვის არც ის არის ცნობილი, თუ ვინ არის გოგონას შვილის მამა.

ნახეთ, თუ სად მოხდა ინციდენტი:

onalem

ტესტ