fbpx
საზოგადოება

“836 ევრო ლუდსა და კალამარებში, მოერიდეთ ამ ადგილს, ეს მახეა” – რას წერს ტურისტი მიკონოსზე

ტურისტმა, მეგობრებთან ერთად მიკონოსის ერთ-ერთ ტავერნაში გემრიელად მიირთვა, მაგრამ ანგარიშის მოტანისას ნასიამოვნები ნამდვილად არ დარჩა. კალამარები, ლუდი, წყალი, სალათი – ეს ის ყველაფერია, რაც მათ შეუკვეთეს და საბოლოო ჯამში 836 ევრო გადაიხადეს.

6 ლუდი – 150 ევრო, 6 ულუფა კალამარი კი, 591 ევრო ღირდა. მამაკაცმა ქვითრის ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა და კუნძულზე არსებულ არარეალურ ფასებს აპროტესტებს.

“მოერიდეთ ამ ადგილს, ეს მახეა,” წერს ის.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მათ აღნიშნული კერძები მენიუდან არ აურჩევიათ, რადგან კატალოგი საერთოდ არ მიუტანეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნახავდნენ, თუ რა ღირდა ისინი.

 

 

onalem

ტესტ