fbpx
საზოგადოება

“მის გოგონას საკუთარი შვილივით ვზრდიდი. ნამდვილი დედა არ უნდოდა” – დაჭრილი ექიმის მეუღლე

ბერძნულ მედიასთან პირველად ისაუბრა ხალანდრში დაჭრილი 68 წლის ოფთალმოლოგის მეუღლემ, რომელიც მომხდარით შეძრულია და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ იყო ალბანელი ქალი თავისუფალი, როცა წლების მანძილზე აწუხებდა მათ და ყველა ღონეს ხმარობდა, რომ ზიანი მიეყენებინა ოჯახისთვის.

ქალი განმარტავს, რომ 13 წლის გოგონას არ სურდა ნამდვილი დედის გვერდით ყოფნა და რომ მას საკუთარი შვილივით ზრდიდა პირველივე წუთიდან, როდესაც ნახა. მან ისიც განაცხადა, რომ სასამართლოს გზით იცავდნენ თავს კლონდიანა ცელოსგან და პოლიციასაც ბევრჯერ მიმართეს, მაგრამ ამაოდ.

ირკვევა, რომ დაკავებულმა რამდენიმე წლის წინ საკუთარ შვილსაც კი მიაბჯინა იარაღი თავზე და ჟურნალისტებთან თავის გამართლებას სხვადასხვა მიზეზებით ცდილობდა.

დაჭრილი ექიმის მეუღლემ დასძინა, რომ ბიოლოგიური დედის თავად ბავშვსაც ეშინოდა.

onalem

ტესტ