fbpx
საბერძნეთი

“დაუყოვნებლივ გვჭირდება უფრო მკაცრი შეზღუდვები, რომ შობას თავისუფლები ვიყოთ” – ალკივიადის ვატოპულოს

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მხრიდან არ წყდება უკმაყოფილება მთავრობის მიერ დაწესებულ ზომებთან დაკავშირებით, მიკრობიოლოგიის პროფესორი, ალკივიადის ვატოპულო კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესების რეკომენდაციას გასცემს.

“ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შეგვიძლია, რომ კიდევ რამდენიმე შეზღუდვის დაწესებაზე წავიდეთ. თუ ეს ზომები ძალაში დაუყოვნებლივ შევა, ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტი თავისუფლება ექნებათ შობის პერიოდში. 

მაგალითად კაფეებსა და ტავერნებში დაუშვან კლიენტთა 80% და არა 100%, კინოებსა და თეატრებშიც მომსახურების იგივე მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული. ამას გარდა, ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ დასაქმებულთა ნაწილი კვლავ გადავა მუშაობის დისტანციურ მეთოდზე.

თუ ახლა შევიზღუდებით, შობა-ახალი წლის პერიოდში მეტად კარგი ეპიდმდგომარეობა გვექნება და ბევრი რამის გაკეთებას შევძლებთ.

აკრძალვები არ არის მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს არის მათ დასაცავად, ამიტომ თუ საზოგადოება ჩვენს მხარეს არ არის, არანაირი ზომის მიღებას არ აქვს აზრი,”განაცხადა პროფესორმა.

საბერძნეთში დღეისთვის სრულად ვაქცინირებულია 6.446.486 ადამიანი, ხოლო 563.074 მათგანს მიღებული აქვს მე-3 დოზაც.

onalem

ტესტ