fbpx
საზოგადოება

“შოკში ვართ, 14 საათში გაივსო რეანიმაცია, დღეიდან პაციენტების არჩევას ვიწყებთ” – რას ამბობენ ექიმები თესალონიკიდან

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თესალონიკში Covid-19-ის გამო ურთულესი კი არა, უკვე კატასტროფული მდგომარეობაა. AXΕΠA-ეს ექიმები ამბობენ, რომ ამიერიდან უკვე პაციენტების არჩევაზე გადავლენ. ეს ნიშნავს, რომ გამეორდება იტალიის სურათი, ექიმებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება, ვის დატოვებენ ბედის ანაბარა და ვის დააწვენენ რეანიმაციაში, ვინაიდან თავისუფალი საწოლები აღარ არსებობს.

რაც შეეხება “პაპანიკოლაუს” სახელობის საავადმყოფოს, ექიმი, ელეფთერიოს სიომოსი წერს, რომ რეანიმაციული განყოფილება მხოლოდ და მხოლოდ 14 საათში გადაივსო და წარმოუდგენელია, რომ საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ მდგომარეობა სერიოზულია.

“ჩვენ არ ვართ შორს იმ სიტუაციისგან, რომელიც იტალიაში თავდაპირველად იყო. სამწუხაროდ, არ არსებობს გეგმა და პრაქტიკის მიხედვით ვნახავთ, თუ რისი გაკეთება შეიძლება. არ გვაქვს ადგილები რეანიმაციაში, ახალი ინფიცირებულებისთვის მხოლოდ პორტატული რესპირატორები შეიძლება გამოვიყენოთ და მეტი ყურადღება მივაქციოთ პალატებში. სხვა არაფერი შეგვიძლია. საომარ მდგომარეობაში ვართ…. მდგომარეობაში, რომელშიც, სამწუხაროდ, პაციენტები უნდა ავირჩიოთ. სწორედ ამას ველით ΑΧΕΠΑ-ში,” აცახდებს ΑΧΕΠΑ-ს ექიმთა გაერთიანების პრეზიდენტი.

 

onalem

ტესტ