fbpx
საბერძნეთი

ბერძენი ექიმები 64.000 ევროს გადაუხდიან პაციენტს, რომლის მუცელშიც ლანცეტი ჩარჩათ

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის სასამართლომ ცენტრალური მაკედონიის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმებს 64. 516 ევროს გადახდა დააკისრა პაციენტისთვის, რომლის მუცლის ღრუშიც ქირურგიული ლანცეტი ჩარჩათ.

ირკვევა, რომ ქალი საავადმყოფოში საშვილოსნოზე კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით შეიყვანეს. ოპერაცია, მის მოსაშორებლად, მეორე დღისთვის დაიგეგმა და საავადმყოფოს დირექტორმა და მისმა ორმა თანაშემწე მეან-გინეკოლოგმა ჩაატარეს.

პროცესი დაახლოებით 2.5 საათი გაგრძელდა, ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ საშვილოსნო ზედმეტად გადიდებული იყო ფიბრომის განვითარების გამო და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს სპეციალური ლანცეტის გამოყენება, რომლის სიგრძეც 23,7 სმ, სიგანე 8,4 სმ, ხოლო წონა 180 გრამია. მათ არ გამოიჩინეს სათანადო ყურადღება და ისე გაკერეს მუცლის ღრუ, რომ აღნიშნული ლანცეტის ამოღება დაავიწყდათ.

როგორც ცნობილია, ქალს მალევე განუვითარდა მაღალი სიცხე, აღენიშნებოდა საშინელი ქავილი და გამონაყარი, დაღლილობა და ჩვეულ ცხოვრებას ვერ უბრუნდებოდა, რის შემდეგაც ექიმების შეცდომა გამოაშკარავდა. ირკვევა, რომ მეორე ოპერაცია, ლანცეტის მოსაშორებლად, 17 დღის შემდეგ დაიგეგმა და შედგა კიდეც.

დაზარალებულმა და მისმა ოჯახმა დაუყოვნებლივ იჩივლეს და სასამართლომ ექიმებს მათთვის 64.516 ევროს გადახდა დააკისრა.

onalem

ტესტ