fbpx
საბერძნეთი

საუდის არაბეთის პრინცმა ათენში ვიზიტის ფარგლებში 300 ლიმუზინი ითხოვა, რომელიც მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოჰყავთ, რადგან ადგილზე ამდენი არ არის

დღეს საბერძნეთის დედაქალაქს საუდის არაბეთის პრინცი, მოჰამედ ბინ სალმანი სტუმრობს, რომელსაც არაორდინალური მოთხოვნები აქვს ყველგან, სადაც გადაადგილდება. როგორც ირკვევა, მას შემდეგ, რაც სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ჯამალ ხაშოგი მოკლეს, ის არავის ენდობა და საბერძნეთში ყველანაირად აღჭურვილი იქნება.

არის პორტოსალტეს ინფორმაციით, ბინ სალმანმა, ათენში ვიზიტის ფარგლებში, მოითხოვა 300 ლიმუზინი, თავად კი, სამი კერძო თვითმფრინავით მოდის. სალმანს მოაქვს ყველაფერი, რაც კი შეიძლება დასჭირდეს, დაწყებული ზეწრებით, დამთავრებული თეფშებით, ხოლო სასტუმრო, რომელშიც განთავსდება, მთლიანად აქვს დაჯავშნული და იქ არავინ დაიშვება, მის გარდა.

რაც შეეხება ლიმუზინებს, როგორც პორტოსალტე განმარტავს, საბერძნეთში მსგავსი 300 მანქანა არ არსებობს, ამიტომ იძულებულები გახდნენ, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოიყვანონ.

არაბი პრინცის ევროპაში ვიზიტს დიპლომატიური და ეკონომიკური შინაარსი აქვს და კირიაკოს მიცოტაკი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას აპირებს, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში.

onalem

ტესტ