fbpx
საბერძნეთი

მთელი ზაფხული დახურული სივრცეები მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის იმუშავებს

ადონის გეორგიადიმ, ვასილის კიკილიასთან ერთად, დღეს, საგანგებო ეთერის საშუალებით, საზოგადოებას ახალი ზომების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საბერძნეთში ყოველდღიური შემთხვევები სულ უფრო და უფრო იზრდება, რაც ნიშნავს, რომ ვირუსი სხვა გზას არ ტოვებს და მთელი ზაფხულის მანძილზე დახურული სივრცეები მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის იმუშავებენ, ექსკლუზიურად.

“პანდემიის სურათი შეიცვალა, ყოველდღიური შემთხვევები მუდმივად იზრდება. ახლა მთავარია, რომ არ შევქმნათ შეთაბეჭდილება, რომ საბერძნეთში პანდემიასთან ბრძოლა წაგებულია. რაც შეეხება ეკონომიკას, საბერძნეთისთვის უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს ორგანიზებული იმიჯის შექმნას.

რაც შეეხება გასართობ ადგილებს, 16 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, დახურული სივრცეები: ბარები, რესტორნები, კინოები და თეატრები, იმუშავებენ მხოლოდ მათთვიც, ვინც აცრილია. უნდა გავიგოთ, რომ ვირუსი არჩევანს არ გვიტოვებს. 

აღნიშნული დაწესებულებების ხელმძღვანელობას საშუალება ექნება, რომ მიიღოს კლიენტების 85%. ყველაფერი, რაც დახურულ სივრცეს უკავშირდება, იქნება მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის,” აცხადებს მინისტრი.

 

onalem

ტესტ