fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში გვალვის ტალღა იწყება – რა უნდა ვიცოდეთ მომდევნო დღეების შესახებ?!

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ოთხშაბათიდან საბერძნეთში ტემპერატურა განსაკუთრებით იმატებს. ხვალიდან, ფაქტობრივად, გვალვის ტალღა იწყება და ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს.

ათენში დაფიქსირდება 37-38 გრადუსი, ხოლო რამდენიმე რეგიონში 42 გრადუსამდე.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაძლიერდება ქარი, რის გამოც შეიქმნება ხანძრის გაჩენის რისკი, აქედან გამომდინარე, მოსახლეობამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

სიცხისადმი განსაკუთრებული მგრძნობიარობის მქონე პირებისთვის შუადღის საათებში მზეზე გასვლა რეკომენდებული არ არის.

onalem

ტესტ