fbpx
კრიმინალი

შოკისმომგვრელი კადრები სეპოლიადან: როგორ ცდილობს დედა 4 წლის შვილის დახრჩობას

სეპოლიიდან გავრცელებულმა ვიდეომ საზოგადოება შეძრა. კადრები ჩანს, როგორ ცდილობს ქალი საკუთარი 4 წლის გოგონას დახრჩობას, მხოლოდ იმიტომ, რომ ტირის.

ვიდეო ამ დროისთვის ინტერნეტ სივრციდან წაშლილია, თავისი მძიმე შინაარსიდან გამომდინარე.

ირკვევა, რომ სახლში კამერა ქალის ყოფლმა მეუღლემ დაამონტაჟა, რომელსაც ეშინოდა, რომ თავიანთ 2 წლის შვილს რაიმეს ავნებდა. ქალს კიდევ ორი შვილი ჰყავს, წინა ქორწინებიდან, 4 და 6 წლის. ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ 2020 წლის დეკემბრის თვის ბოლომდე, ვიდრე მათი თანაცხოვრების ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა.

მამაკაცი ქალს სასამართლოში უჩივის, მისი ადვოკატი კი ამბობს, რომ საქმე გვაქვს წარმოუდგენელ ძალადობასთან.

ვიდეოს მიხედვით, 4 წლის ბავშვს სძინავს, ხოლო ქალი მის ოთახში სანთებელის საძებნელად შედის. ირკვევა, რომ სანთებელა ბავშვს ჰქონდა, რის გამოც დედა მას სასტიკად ექცევა, ის კი ტირილს იწყებს. ქალი დაჟინებით ითხოვს მისგან გაჩუმდეს, შემდეგ კი პირზე ხელს ადებს და მის დახრჩობას ცდილობს. სასოწარკვეთილი ბავშვი ფეხებით ცდილობს დედისგან გათავისუფლებას.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, პროკურორი კი შესაბამის ზომებს მიიღებს.

 

onalem

ტესტ