fbpx
კრიმინალი

ალბანელი უკრაინელ ქალს აიძულებდა ცოლად გაჰყოლოდა და საბოლოოდ სასტიკად მოკლა, რადგან დაშორება ვერ აიტანა

ლუტრაკში მომხდარი ორმაგი მკვლელობის შესახებ პოლიცია დამატებით დეტალებს ავრცელებს. როგორც უკვე ცნობილია, მთავარი ეჭვმიტანილია 45 წლის ალბანელი მამაკაცი, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ. პოლიცია იმასაც კი ვარაუდობს, რომ ის შესაძლოა ალბანეთში გადავიდა, ვინაიდან მისი ორივე მსხვერპლი საკმაოდ გვიან აღმოაჩინეს და საკმარისი დრო ჰქონდა მისამალად.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ალბანელი მამაკაცი ბრალდებული იყო ყაჩაღობებსა და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებში. ის 43 წლის სვეტლანასთან ურთიერთობაში იმყოფებოდა წარსულში, თუმცა, ქალი მას დაშორდა, რაც ვერ აიტანა და მოსვენებას არ აძლევდა.

უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც უკრაინელმა ქალმა ახალი ურთიერთობა დაიწყო, ის კიდევ უფრო გაბრაზდა, დაჰყვებოდა და აიძულებდა ცოლად გაჰყოლოდა.

მის ბრალდებებს ამყარებს ფაქტი, რომ არ ფიქსირდება სახლში ძალით შეჭრის კვალი, არამედ დამნაშავეს ჰქონდა გასაღები და ყველაფერი მარტივად გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი ქალი და ბერძენი მამაკაცი, რომელიც აფთიაქს ფლობდა, სახლში შიშველ მდგომარეობაში დანით მოკლულები იპოვეს. მკვლელობის მოტივად კი ეჭვიანობა სახელდება.

onalem

ტესტ