fbpx
კრიმინალი

თესალონიკში 10 ემიგრანტი მამაკაცი დააკავეს – პოლიცია ადგილობრივებმა გამოიძახეს

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში, პტოლემეონის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით პოლიციამ 10 ემიგრანტი აიყვანა.

კერძოდ, დაახლოებით 01:30 საათზე პოლიციაში ადგილობრივებმა დარეკეს და განაცხადეს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე ხმაური იყო და წუხდებოდნენ.

ადგილზე მისულ ოფიცრებს 10-მდე მამაკაცს შორის გაჩაღებული ჩხუბი დახვდათ, რომელთაგან ყველა დააკავეს და თითოეული უცხო ქვეყნის მოქალაქე აღმოჩნდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. არც ის არის ცნობილი, თუ რა ეროვნების არიან დაკავებულები.

onalem

ტესტ