fbpx
კრიმინალისაზოგადოება

მძიმე კადრები კრეტადან, სადაც 51 წლის ბერძენმა 79 წლის კაცი უმიზეზოდ მოკლა

კრეტაზე, მირეს ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობა ბერძნული მედიის განხილვის მთავარი თემაა. მოკლულია 79 წლის მამაკაცი და დაჭრილია მისი მეუღლე, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული. ბრალდებული კი 51 წლის ბერძენია, რომელმაც ეს ყველაფერი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა.

მოხუცთან მას რეალურად არანაირი საქმე არ ჰქონდა, ის საკუთარ ყოფილ ცოლზე იყო გაბრაზებული და იქ სწორედ მასთან საჩხუბრად მივიდა, თუმცა, ბოლოს მის დასამშვიდებლად გამოსულ მამაკაცს ესროლა.

ვრცელდება მძიმე კადრები სასამართლოდან, სადაც 79 წლის გარდაცვლილის შვილმა დაკავებულზე თავდასხმა სცადა: “მამაჩემი მკვდარია, დედაჩემი კი საავადმყოფოშია მხოლოდ იმის გამო, რომ ის დათვრა,” ამბობდა სასოწარკვეთილი ქალი.

ადგილზე იყვნენ ორივე მხარის ნათესავები და სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ საქმეში პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. თავად 51 წლის ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა, ამბობს, რომ ძალიან ნანობს და სიმთვრალის დროს არ იცოდა, თუ რას აკეთებდა.

onalem

ტესტ