fbpx
კრიმინალი

30.000 ევროთი დააჯარიმეს ბერძენი მამაკაცი, რომელმაც ძაღლს ესროლა და მოკლა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კრეტაზე დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ძაღლი განზრახ გასროლით მოკლა და ეს არის პირველი დაკავება მას შემდეგ, რაც ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის სასჯელი გამკაცრდა.

ირკვევა, რომ მამაკაცი მანქანით იმ ტერიტორიაზე მიდიოდა, სადაც ძაღლი იმყოფებოდა. როცა ის დანახა, გააჩერა, იარაღი გადმოიღო და სრულიად უმიზეზოდ მოკლა საბრალო ცხოველი. შემდეგ საკუთარი ხელით გადააგდო მინდორში.

ის მაშინვე დააკავეს ოფიცრებმა და გადაყვანილია გამომძიებელთან, რომელიც გადაწყვეტს დროებით დააკავონ, თუ შინაპატიმრობა მიუსაჯონ.

ამავე ინფორმაციით, მამაკაცს უკვე გამოუწერეს ჯარიმა, 30.000 ევროს ოდენობით, ჩადენილი სისასტიკისათვის.

 

onalem

ტესტ