fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

“აქამდე სირიასა და ერაყში ომებში ვიყავი და არ შემშინებია, როცა გავიგე კორონავირუსი მქონდა, სახლიდან წავედი” – ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი, მანოლის კოსტიდისი

ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი, მანოლის კოსტიდისი, რომელიც ძირითადად თურქეთში მუშაობს, საკუთარ გამოცდილებაზე ჰყვება. კოსტიდისი აღწერს, თუ რა იგრძნო, როდესაც მისმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა და როგორ წავიდა სახლიდან, რომ მეუღლე არ დაეინფიცირებინა.

“დაახლოებით 10 დღის წინ მივხვდი, რომ რაღაც მჭირდა. ვერ ვიძინებდი, თითქოს ვიხრჩობოდი. მახველებდა, თვალები წითელი მქონდა და სწორედ მაშინ გადავწყვიტე გამეკეთებინა ტესტი. 4-5 საათში დამირეკეს და მითხრეს, რომ დადებითი პასუხი მოვიდა. გამიჩნდა კითხვა: “ახლა რა გავაკეთო?” ვინაიდან ჩემი მეუღლის პასუხი უარყოფითი იყო, მაშინვე წავედი სახლიდან და წერილი დავუტოვე, თუ სად უნდა დაერეკა და რა უნდა ექნა, თუკი ჩემი ჰოსპიტალიზაცია გახდებოდა საჭირო. 

ჩემს ცხოვრებაში ასე პირველად შემეშინდა. მანამდე თავს დაუმარცხებლად ვგრძნობდი, ვყოფილვარ ომებში, ერაყსა და სირიაში და მაშინაც კი არ შემშინებია. მაგრამ ახლა… ნამდვილად ძალიან შემეშინდა.

სახლს, სადაც ვიყავი, არ ვკეტავდი, რადგან ვფიქრობდი, რომ თუ რამე მომივიდოდა, შემოსვლა უნდა შესძლებოდათ.

ამდენი დღის შემდეგ, ჯერ კიდევ ვგრძნობ სუნთქვის სირთულეს და დისკომფორტს მკერდის არეში. როდესაც კარანტინს დავასრულებ და ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება, აუცილებლად მივალ რენტგენის გადასაღებად,” ამბობს კოსტიდისი.

 

onalem

ტესტ