fbpx
საბერძნეთი

“უნდა შევამციროთ კონტაქტი ოჯახის უფროს წევრებთანაც კი, შობა-ახალ წელს ბარები არ გაიხსნება” – საბერძნეთის მთავრობის სპიკერის განცხადება

დღეს საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა, სტელიოს პეცასმა განაცხადა, რომ მთელი სადღესასწაულო პერიოდის მანძილზე ბარები დაკეტილი იქნება და ხალხს მსგავსი გართობის საშუალება არ ექნება. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელება ხდება ოჯახებში და მაქსიმალურად უნდა შემცირდეს დიდი ასაკის ნათესავებთან კონტაქტიც კი.

“როგორც ექსპერტები აცხადებენ, ნოემბრის თვეში ფიქსირდება ვირუსის გადაცემა ახალგაზრდებიდან (20-30 წლის) შედარებით უფროს თაობებში, ანუ ვირუსი ვრცელდება ოჯახურ გარემოში. ახლა, ისე, როგორც არასდროს, საჭიროა, რომ კონტაქტები შევამციროთ ოჯახის უფროს წევრებთან. შობას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მისვლა-მოსვლა, არამედ ყველამ ოჯახურ და ძალიან ვიწრო წრეში უნდა აღვნიშნოთ დღესასწაული.

დეკემბრის თვეში იგეგმება კარანტინის ეტაპობრივი მოხსნა, გაიხსნება სკოლები და მაღაზიები და ბოლოს კაფეები და რესტორნები.

რაც შეეხება ბარებს, მთელი სადღესასწაულო პერიოდის მანძილზე დაკეტილი დარჩება, რათა თავიდან ავირიდოთ ახალგარდების შეკრება. ტავერნებსა და რესტორნებში ერთ მაგიდაზე დაიშვება მხოლოდ 4 ადამიანი და განხორციელდება უმკაცრესი და ხშირი კონტროლი,” განაცხადა პეცასმა.

 

onalem

ტესტ