fbpx
საზოგადოება

“მას არ უნდოდა იოანას მოკვლა, მას უნდოდა მისი ცხოვრების განადგურება” – ფსიქოლოგი მჟავით თავდასხმაზე

34 წლის იოანა პაპასპირუს კოლეგები და ადვოკატი გამოთქვამდნენ ვერსიას, რომ თავდამსხმელ ქალს შესაძლოა მისი მოკვლაც კი უნდოდა მჟავით, თუმცა, ფსიქოლოგი, მაგდა დასკალაკი ამ ვერსიას გამორიცხავს.

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ ამ დრომდე უცნობ ქალს არ სურდა მისი მოკვლა, არამედ მისი ცხოვრების განადგურება და გამწარება.

“ამ ყველაფრის ფონზე, რაც ხდება, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საქმე გვაქვს შეპყრობილ ქალთან ანუ იოანა მისთვის რაღაც აკვიატება, ობსესია იყო და ამის გამო განახორციელა მსგავსი სახის საშინელი თავდასხმა.”

ცხადია, რომ ქალს, რომელმაც პაპასპირუს სახესა და სხეულზე მჟავა გადაასხა, სერიოზული პრობლემა ჰქონდა მასთან, თუმცა, იოანა არ ადასტურებს, რომ ვინმესთან ასეთი უთანხმოება ჰქონდა.

ამ დროისთვის პოლიციას აქვს ვიდეოები, რომლითაც საქმის გამოძიებას ცდილობენ.

როგორც ირკვევა, საუბარია ორ ვიდეოზე. პირველი აჩვენებს შავებში ჩაცმულ, პირბადიან ქალბატონს, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მიდის, ხოლო მეორე აჩვენებს ასევე შავებში ჩაცმულ, ასევე პირბადიან ქალბატონს, რომელიც მიდის და მანქანაში ჯდება, თავდასხმიდან დაახლოებით 1.5 წუთის შემდეგ.

თუ ვინ მართავს ავტომობილს, ან რომელია ამ ორიდან 34 წლის იოანა პაპასპირუზე თავდამსხმელი, უცნობია, თუმცა, გამოძიება ამ ეტაპზე სწორედ ამის გარკვევით არის დაკავებული. საქმე სირთულეებს უკავშირდება იმიტომ, რომ კორონავირუსის ფონზე ნიღბის ტარება და ამავე დროს შავი ტანსაცმელი, არ არის მნიშვნელოვანი ხელჩასაჭიდი, ვინაიდან ნიღაბს დღეს ბევრი ადამიანი ატარებს.

onalem

ტესტ