fbpx
საზოგადოება

“საწოლს მიჯაჭვულმა” ბერძენმა მოხუცმა სახლში შეპარული მძარცველი სცემა და გააგდო

ინციდენტი დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ლამიაში გუშინ მოხდა. როგორც ჩანს, ბოშები არათუ ღამით, არამედ დილის საათებშიც კი არ ერიდებიან სახლებში შეჭრას და ყაჩაღობას. თუმცა, ამჯერად შემთხვევა წარუმატებლად დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 17-18 წლის ბოშა ბიჭი მოხუცის სახლში 11:00 საათისთვის, იმ დროს შეიჭრა, როდესაც ბებოს მომვლელი იქ არ იმყოფებოდა. სავარაუდოდ, იქამდე უთვალთვალებდა და დამხმარე ქალის წასვლას დაელოდა.

მძარცველმა შიგნით შეღწევა ფანჯრის საშუალებით შეძლო და მაშინვე ძვირფასეულობის ძებნა დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, ქალმა ბოშა იცნო, რადგან მის სახლში აქამდეც სცადა ქურდობა.

მიუხედავად იმისა, რომ მოხუცს მოძრაობის პრობლემები აქვს და ფაქტობრივად, საწოლს არის მიჯაჭვული, ქურდი საკუთარი ჯოხით სცემა. ის ქალის მოხერხებულობამ გააოგნა იყო და მაშინვე გაიქცა, რათა მეზობლების ყურადღება არ მიექცია. ამასთანავე, სახლიდან ვერაფრის წაღება ვერ მოასწრო.

“მეგონა, რომ ჩემი მომვლელი ქალი იყო, მაგრამ მერე დავინახე ქურდი, რომელსაც აქამდეც გავუძარცვივარ. მე მახსოვს ის,” ამბობს მოხუცი ადგილობრივ მედიასთან.

onalem

ტესტ