fbpx
საზოგადოება

“ზაფხული დასრულდა” – წვიმა და ტემპერატურის ვარდნა ხვალიდან საბერძნეთში

დღეს საბერძნეთში სეზონისთვის უჩვეულოდ თბილი ამინდი იყო, თუმცა, როგორც სინოპტიკოსები გვპირდებიან, ხვალიდან ზაფხული სრულება და ქვეყნის ძირითად ნაწილში ტემპერატურის ვარდნა და წვიმაა მოსალოდნელი.

კერძოდ, ხვალიდან საბერძნეთის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში ნავარაუდევია მოღრუბლულობა, პერიოდული წვიმა და ძლიერი ქარი. ტემპერატურა საგრძნობლად დაეცემა ჩრდილოეთ საბერძნეთში.

სინოპტიკოსთა ცნობით, ყველაზე რთული დღე პარასკევი იქნება. შაბათ-კვირას წვიმა შეწყდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ტემპერატურა არ მოიმატებს.

onalem

ტესტ