fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ავღანელი მიგრანტები ათენში ლტოლვილებისთვის თანაბარ უფლებებს ითხოვენ

სამშაბათს ათობით ავღანელმა მიგრანტმა და მათმა მხარდამჭერმა აქტივისტებმა ათენში აქცია გამართეს. ისინი ითხოვდნენ უკეთეს მოპყრობას და აპროტესტებდნენ თურქეთში მათი იძულებით დაბრუნების საკითხს, ვინც თავშესაფარზე უარი მიიღო.

მამაკაცები, ქალები და ბავშვები პოსტერებით, ითხოვდნენ თანაბარ უფლებებს ყველა ლტოლვილისათვის. ჩივიან, რომ თავშესაფრის მოთხოვნაზე გაგზავნილი განაცხადის პასუხი ძალიან გვიან მოდის და მათ ბანაკებში არაადამიანური პირობებია.

ისინი თავდაპირველად მიგრაციის პოლიტიკის სამინისტროსთან შეიკრიბნენ, ხოლო შემდეგ ათენის ცენტრში, ევროკომისიის წარმოადგენელთა ოფისებთან გადაინაცვლეს.

ისინი აცხადებენ, რომ მათ ქვეყანაში ომია და მოუწიათ საბერძეთში ჩამოსვლა, რათა გადარჩნენ. ზოგიერთი მათგანი ითხოვს, დაბრუნდეს საკუთარ ოჯახთან ევროპის სხვა ქვეყნებში.

ისინი ასევე ითხოვენ, გაუქმდეს ანკარა-ევროკავშირის შეთანხმება, თავშესაფრის არმქონე მიგრანტების თურქეთში დაბრუნებასთან დაკავშირებთ.

onalem

ტესტ