fbpx
კრიმინალი

15 უსაბუთო ემიგრანტი ერთ პატარა მანქანაში – საბერძნეთის პოლიციამ გადმომყვანი პირი დააკავა

ალექსანდრუპოლში პოლიციამ მამაკაცი ემიგრანტების საბერძნეთში უკანონოდ შემოყვანის ბრალდებით დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი Opel-ის მარკის ავტომობილს საეჭვოდ მართავდა და როდესაც მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია დაინახა, თავის არიდება სცადა. სწორედ ამ დროს გადაკვეთა წითელი შუქნიშანი და მეორე მანქანას მსუბუქად დაეჯახა, რომელსაც ქალი მართავდა.

მან გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო, შემდეგ კი ადგილზე პოლიცია მობილიზდა და მანქანის შემოწმების შედეგად შიგნით საერთო ჯამში 15 არალეგალი იპოვეს.

პირველადი დახმარება აღმოუჩინეს მეორე მანქანის მძღოლ ქალს, რომელმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

არალეგალი ემიგრანტების გადმომყვანი პირი კი ალექსანდრუპოლის განყოფილებაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ