fbpx
საბერძნეთი

დაუჯერებელი კადრები ათენიდან: ძლიერი ქარის გამო ქალს საკუთარ სამზარულოში კედელი თავზე დაემხო

რთული დასაჯერებელია, რომ ეს კადრები ათენში, კერძოდ, ნეა ირაკლიოში დაფიქსირდა. დღეს დილით ძლიერი ქარისა და წვიმის გამო ეს უბანი განსაკუთრებით დაზარალდა, მაგრამ როგორც გაირკვა, ხეები და მანქანები არ არის ერთადერთი ზარალი.

მძიმედ არის დაშავებული 65 წლის ქალბატონი, რომელიც საკუთარ სამზარეულოში იმყოფებოდა, როდესაც ძლიერმა ქარმა სახლის ერთი მხარე, ფაქტობრივად, შიგნით შეამტვრია.

Protothema.gr-ის კამერამ შიგნიდან დააფიქსირა, თუ რა ვითარებაა სახლში და ნათლად ჩანს, თუ რა გადაიტანა ოჯახმა.

65 წლის ქალბატონი “ევანგელისმოს” საავადმყოფოშია მოთავსებული და საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს, თუმცა, მისი სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დგას.

onalem

ტესტ