fbpx
საბერძნეთი

კიდევ ერთი ცვლილება: როდის არის სავალდებულო პირბადის ტარება ღია სივრცეებში?!

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოს ხარდალიასის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, სავალდებულოა პირბადის ტარება ღია სივრცეებშიც კი, თუკი იქ, სადაც ვიმყოფებით, ფიქსირდება ხალხით გადატვირთულობა.

ამრიგად, სხვადასხვა შეკრებებზე, აქციებსა და მსგავს ღონისძიებებზე პირბადის ტარება სავალდებულოა და არა ნებაყოფლობითი, მიუხედავად იმისა, ვიმყოფებით რაიმე შენობის დახურულ სივრცეში თუ გარეთ. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება მთელ საბერძნეთზე.

ამას გარდა, ხარდალიასმა განაცხადა, რომ პირბადე უნდა ვატაროთ მაშინაც, თუკი კაფე-ბარში, რესტორანში ან კაფეში ვსხედვართ, იმ დროის მონაკვეთში, როცა არ მივირთმევთ.

დღეს, 13 ოქტომბერს, საბერძნეთში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 408 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 6 ადამიანი.

ასევე, რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა რიცხვი საგანგაშოდ მაღალი რჩება და ამ დროისთვის 89-ს უდრის. პროფესორთა განმარტებით, გაიზარდა ამ პაციენტების მართვით სუნთქვაზე ყოფნის პერიოდიც.

onalem

ტესტ