fbpx
საბერძნეთი

შემდეგ საათებში ძლიერი წვიმა და ქარი – საგანგებო პროგნოზი საბერძნეთში

საბერძნეთში ამინდი უკვე გაუარესდა გუშინ საღამოდან, თუმცა, როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, ნალექი კიდევ უფრო ინტენსიური გახდება შემდეგ საათებში და ასევე გაძლიერდება ქარიც.

სამხრეთ-აღმოსავლეთ საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, შემდეგ ფენომენი ნელ-ნელა გავრცელდება და გამოიწვევს ძლიერი წვიმასა და ქარს, რომელსაც თან ახლდება ჭექა-ქუხილი, კონკრეტულ რეგიონებში სეტყვაც.

ფენომენი  განსაკუთრებით ძლიერი იქნება დოდეკანესის კუნძულებზე და წვიმა გაგრძელდება შუაღამამდე, ხოლო რაც შეეხება ათენს, ჰაერი დღეს 15 გრადუსამდე გათბება, ხვალ კი, 17 გრადუსამდე.

დედაქალაქში ნალექი მოსალოდნელი აღარ არის ინტენსიური სახით, დაფიქსირდება მხოლოდ ღრუბლიანობა, კვირის ბოლოსთვის კი, ამინდი საკმაოდ გაუმჯობესდება და ტემპერატურა 18 გრადუსამდე აიწევს.

 

onalem

ტესტ