fbpx
საბერძნეთი

კამერები 2.000 პოლიციელის უნიფორმასა და 400 საპატრულო მანქანაზე უახლოეს მომავალში საბერძნეთში!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სულ მალე საბერძნეთის პოლიციის ოფიცრებს საკუთარ უნიფორმებზე კამერები ექნებათ დამონტაჟებული. ტენდერი უკვე წარდგენილია და აღნიშნული საკითხი უნდა მოგვარდეს მაქსიმუმ 40 დღეში.

კამერები დაუმონტაჟდება პირველ ეტაპზე 2.000 ოფიცერს და ასევე 400 საპატრულო მანქანას, ეს იქნება მასშტაბური ტექნიკური დახმარება, რაც ამ ეტაპზე გადაუდებლად სჭირდება საბერძნეთის პოლიციას.

კამერების არსებობა შეზღუდავს პოლიციელებზე თავდასხმას, ხოლო უკვე განხორციელებული თავდასხმების შემთხვევაში უფრო მარტივი იქნება დამნაშავეთა იდენტიფიცირება.

ამას გარდა, უკეთესად შეფასდება მოქალაქეთა განცხადებები, რომლებიც აფიქსირებენ საჩივრებს თავად ოფიცრების მირ ძალის გამოყენების შესახებ, პოლიციის შტაბს კი, ექნება ზუსტი სურათი და შეეძლება ზედამხედველობის განხორციელებაზე.

ამრიგად, კამერების საშუალებით შეიზღუდება როგორც პოლიციაზე თავდასხმა, ასევე, თავად ოფიცრების მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების შემთხვევები.

onalem

ტესტ