fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: 30 წლის სტუდენტი სამმა უცნობმა სასტიკად სცემა

30 წლის სტუდენტი მესოლონგიდან, რომელიც რეთიმნოში, დოქტორანტურაზე სწავლობდა, სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

კვირას ახალგაზრდა ბიჭი, თავის 35 წლის მეგობართან ერთად, რომელიც მასთან ირაკლიოდან იყო ჩასული, ღამით, დაახლოებით 02:30 საათზე, საჭმლის საყიდლად გარეთ გავიდა. როდესაც სახლში ბრუნებოდნენ, მათ სამი უცნობი წამოეწიათ, სიტყვებით ”excuse me” (უკაცრავად), შემდეგ კი სასტიკი ცემა დაუწყეს.

35 წლის მამაკაცმა გაქცევა მოახერხა, ხოლო მისმა მეგობარმა, რომელსაც უკვე ჰქონდა სახეში დარტყმული, ეს ვერ შეძლო. ის მიწაზე დააგდეს და სახესა და თავში ცემა დაუწყეს.

35 წლის ბიჭი გარბოდა, თუმცა, როგორც კი დაინახა, რომ მეგობარი არ მიჰყვებოდა, ის ადგილზე დაბრუნდა და ნახა, რომ ის უკვე უგონო მდგომარეობაში მიწაზე ეგდო. მან სასწრაფო დახმარება გამოიძახა და ბიჭი რეთიმნოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაზარალებულმა პირველადი დახმარება მიიღო, შემდეგ კი ქირურგიულ კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც გუშინ გაწერეს. მას სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული სახისა და თავის არეში.

ორი მამაკაცი, რომელიც მის ცემაშია ბრალდებული, გუშინ დააკავეს და ისინი ორივე მსხვეპლმა ამოიცნო. თუმცა, ამ დროისთვის ორივე გათავისუფლებულია, გამოძიება კი გრძელდება, რათა დადგინდეს მესამე პირის ვინაობა. დამნაშავეთაგან ერთ-ერთი, რომელსაც ადრეც ჰქონდა პრობლემები პოლიციასთან, სისხლიან ინციდენტში მონაწილეობას უარყოფს.

”მე მინდა ვიცოდე, რატომ ხდება ეს რეთიმნოში? რატომ ერჩიან ახალგაზრდებს და ვინ ერთობა ამით? ჩვენ ვაგზავნით შვილებს სასწავლებლად და თავს დაუცველად ვგრძნობთ. შიშში ვცხოვრობთ, რომ შვილები არ მოგვიკლან. ასე ვერ გაგრძელდება. ჩემი შვილი არავის აწუხებდა, ის სწავლობდა, მიზნები ჰქონდა და მშვიდი იყო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ვიცი, რომ განმეორებით ხდება. მინდა ვიკითხო, რატომ კლავთ ჩვენს შვილებს? შეიძლება ვინც ამას აკეთებს, კრეტაზე არ არის, თუმცა ვიღაც ხომ არის დამნაშავე ამაში? და ეს ყველაფერი უფრო შორს არ უნდა წავიდეს,” აცხადებს დაშავებული სტუდენტის მამა.

onalem

ტესტ