fbpx
საბერძნეთი

კირიაკოს მიცოტაკის გასაიდუმლოებული გამგზავრება ისრაელში და შეხვედრა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან

როგორც უკვე ცნობილია, სულ რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი, ისრაელში გამგზავრებას აპირებდა, თუმცა, მისი ვიზიტი უსაფრთხოების ზომების გამო გაუქმდა. მას შემდეგ არ გავრცელებულა რაიმე ოფიციალური განცხადება, რომ ის მაინც აპირებდა წასვლას საომარი მდგომარეობის მქონე ქვეყანაში.

როგორც ჩანს, მიცოტაკი უკიდურესად გასაიდუმლოებულ ვითარებაში გაემგზავრა ისრაელში და თავის ებრაელ კოლეგას, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მიცოტაკის ვიზიტი საკმაოდ მოკლევადიანია და ის საღამოსთვის დაბრუნდება საბერძნეთში.

დიპლომატიური წყაროების თანახმად, საბერძნეთის პრემიერს ისრაელში ვიზიტისას საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგოს გერაპეტრიტისიც ახლავს თან.

შეხვედრის დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

onalem

ტესტ