fbpx
კრიმინალი

მღვდლებმა მოიპარეს ბავშვის თავის ქალა, რომელიც კუნძულ ხიოსზე მოკლეს

მღვდლებმა მოიპარეს ბავშვის თავის ქალა, რომელიც ითვლება, რომ 1822 წელს ოსმალებმა მოკლეს კუნძულ ხიოსზე.

როგორც ცნობილია, 2 მღვდელი ხიოსზე, წმინდა მინას მონასტერში, “სალოცავად” წავიდა.

მონასტერში არსებობს ადგილი, სადაც ინახება გარდაცვლილთა ძვლები ადამიანებისა, რომლებიც ოსმალებმა, 1822 წელს ხიოსზე დახოცეს.

მოულოდნელად, მონასტრის აბატმა შეამჩნია, რომ ერთ-ერთი თავის ქალა ადგილზე აღარ იყო, თანაც, აღმოაჩინეს, რომ დაკარგული ქალა პატარა ბავშვს ეკუთვნოდა.

პოლიცია დაუყოვნებლივ ჩაერთო საქმეში. მათ სწრაფად მოახდინეს ეჭვმიტანილი მღვდლების იდენტიფიკაცია და დააკავეს ისინი, მოპარულ რელიქვიასთან ერთად, ანდროსზე.

საქმე გამოსაძიებლად ხიოსის პოლიციის სამმართველოს გადაეცა.

 

onalem

ტესტ