fbpx
საბერძნეთი

“შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი შეზღუდვები, პირბადეების ღია სივრცეში გამოყენება უნდა დაბრუნდეს” – ათინა ლინუ

ეპიდემიოლოგიის პროფესორმა, ათინა ლინუმ დღეს დილით ტელეკომპანია Mega-სთან განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს პირბადის ღია სივრცეში ტარების ვალდებულება, ანუ, ფაქტობრივად, მისი მოსაზრებით, პირბადე კვლავ ყველგან უნდა ვატაროთ.

“ის ზომები, რომლებიც კირიაკოს მიცოტაკიმ გამოაცხადა, ნამდვილად საჭირო და მნიშვნელოვანია და აუცილებლად დაგვეხმარება. შესაძლოა კიდევ დამატებითი ზომებიც კი დაგვჭირდეს. ყველა უნდა ვიყოთ მობილიზებული. უნდა შთავაგონოთ და დავარწმუნოთ მოსახლეობა, გაიკეთოს ვაქცინა. მეორეს მხრივ კი, უნდა დავიცვათ უსაფრთხოების უკვე ცნობილი ზომები, რომ დავიცვათ ის ადამიანებიც, რომლებიც არ არიან აცრილნი და ქვემდებარებიან რისკებს.

აუცილებელია, რომ დაბრუნდეს “პირბადე ყველგან”. მისი ტარება საჭიროა როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. ეს გამოიწვევს ვირუსის გავრცელების შედარებით შემცირებას. 

გარდა ამისა, ჩემი აზრით, დასაქმებულები კვლავ ონლაინ მუშაობაზე უნდა გადავიდნენ, ამ გზით შემცირდება ხალხის რაოდენობა საჯარო ტრანსპორტშიც, რაც ამ დრომდე პრობლემად რჩება,” განაცხადა ლინუმ.

 

onalem

ტესტ