fbpx
საბერძნეთი

რომელი გზები იქნება დაკეტილი შაბათ-კვირას ათენში?! შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობაც

ათენის 40-ე მარათონის გამო დედაქალაქში შაბათ-კვირას გზები გადაიკეტება და მოსალოდნელია, რომ შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილებაც. კერძოდ, შაბათს, 11 ნოემბერს, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე, დაკეტილი იქნება შემდეგი ცენტრალური გზები და გამზირები:

ვასილისის ამალიას (სინდაღმა) პანათინაიკოს სტადიონის მიმართულებით, ასევე, პანეპისტიმიუს გამზირი, ხარილაუ ტრიკუპი, აკადიმიას, ვასილისის სოფიას, მესოგიონ, მიხალაკოპულუ.

რაც შეეხება კვირას, 12 ნოემბერს, გზები დაიკეტება 09:00 საათიდან 17:45 საათამდე: მარათონოს გამზირი, მესოგიონ, მიხალაკოპულუ, ფიდიპიდუ, კიფისია/ალექსანდრას გამზირის კვეთა, ვასილისის სოფიას, პანათინაიკოს სტადიონი. ასევე, ვასილისის ამალიას.

ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ყველა ის ავტობუსი თუ ტროლეიბუსი, რომელიც აღნიშნულ გამზირებზე ჩვეუებრივ მოძრაობს, მარშრუტს შეიცვლის და ივლის ამ გზების გვერდის ავლით, შესაბამისად, მოსახლეობა უნდა მოემზადოს აღნიშნული ცვლილებებისთვის.

onalem

ტესტ