fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის საგადასახადო სამსახურისგან 12 წელს ზემოთ ბავშვებისთვის ΑΦΜ-ის ნომრის ავტომატური გაცემა იწყება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საგადასახადო სამსახური 12 წელს ზემოთ არასრულწლოვნებზე ΑΦΜ-ის ნომერს ამიერიდან ავტომატურად გასცემს.

როგორც ირკვევა, ცვლილებები ამოქმედდება 13 ნოემბრიდან, მომდევნო ორშაბათიდან და არასრულწლოვნები, რომელთაც მიაღწიეს 12 წელს, ავტომატურად მიიღებენ ΑΦΜ-ის ნომერს. მათი მონაცემების დამუშავება მოხდება მშობლების 2022 წლის საშემოსავლო დეკლარაციებისა და ΑΜΚΑ-ს ნომრების მიხედვით.

ΑΑΔΕ-ს ცნობით, მშობლებისა და შვილების იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება სპეციალური თავსებადობის მეშვეობით, რომელიც შემუშავებულია ციფრული მმართველობის საინფორმაციო სისტემების გენერალურ სამდივნოსთან და მონაცემთა გაცვლის სოციალური დაცვის ელექტრონულ მმართველობასთან (ΗΔΙΚΑ).

არასრულწლოვნისთვის ΑΦΜ-ის მინიჭების შემდეგ, შეტყობინება მიუვათ მშობლებს იმ ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც დაფიქსირებული აქვთ myAADE-ს სისტემაში.

არსებული ვარაუდით, 12 წელს ზემოთ ასაკის დაახლოებით 350.000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს ΑΦΜ-ს ავტომატური წესით.

onalem

ტესტ