fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: ერდოღანის გამოსახულებიანი პოსტერის დაწვისთვის ორი ქურთი დააკავეს

პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო თესალონიკში, სადაც თურქეთის საკონსულოსთან ქურთების მიერ საპროტესტო აქცია გაიმართა, ებრუ ტიმტიკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ის იყო ადვოკატი, ახალგაზრდა ქალი, რომელიც თურქეთში დააპატიმრეს და სილვირის ციხეში 238 დღე შიმშილობდა, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით, საბოლოოდ კი, გარდაიცვალა.

როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ებრუ სიცოცხლის ბოლო დღეებში, როდესაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, 30 კილოგრამს იწონიდა.

მას თურქეთის სახელმწიფო ბრალად სდებდა სავარაუდო კავშირებს არაკანონიერ მარქსისტულ ორგანიზაციებთან. ტიმტიკთან ერთად დააკავეს 17 სხვა ადვოკატიც, რომელთაგან ერთ-ერთი ტიმტიკთან ერთად შიმშილობდა და მას მინიმუმ 10 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ირკვევა, რომ აქციის მონაწილეებიდან ორმა ქურთმა თურქეთის პრეზიდენტის გამოსახულებიანი პოსტერი დაწვა და პარალელურად დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს.

საერთო ჯამში აქციის ფარგლებში დააკავეს 10 ადამიანი, თუმცა, შემდეგ 8 მათგანი გაათავისუფლეს, ხოლო ორი ქურთი პატიმრობაში რჩება.

ბოლო პერიოდში, თურქეთის საკონსულოსთან გაზრდილია უსაფრთხოების ზომები, ბერძნულ-თურქული ურთიერთობების დაძაბვის ფონზე.

onalem

ტესტ