fbpx
საბერძნეთი

ათენის საერთაშორისო აეროპორტი მხოლოდ სექტემბრის თვეში 3 მილიონ მგზავრს მოემსახურა

ათენის საერთაშორისო აეროპორტმა, ფაქტობრივად, მორიგი რეკორდი მოხსნა და მგზავრთა რაოდენობამ, რომელსაც სექტემბერში მოემსახურა, 3 მილიონსაც კი აჭარბებს.

არსებული მონაცემების მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ სექტემბრის თვეში, ათენის აეროპორტით ისარგებლა 3.006.870-მა მგზავრმა, რაც 16,3%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის იგივე თვეში იყო, 11,8%-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს, კორონავირუსის გავრცელებამდე იყო.

გასული წლების მაჩვენებლებთან შედარებით 2023 წელს გაზრდილია მოგზაურობის ტენდენცია როგორც შიდა, ასევე, გარე ფრენებზე, 14,6% და 17,2%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით შიდა და საერთაშორისო ფრენებზე ტენდენცია გაზრდილია 16,3% და 9,9%-ით.

ჯამში, 2023 წლის 9 თვის მანძილზე ათენის საერთაშორისო აეროპორტით ისარგებლა 21,68 მილიონმა ადამიანმა, რაც 2022 წლის პირველ 9 თვის მაჩვენებელთან შედარებით 25,7%-ით მეტია.

onalem

ტესტ