fbpx
საბერძნეთი

ბაღლინჯოების შემოტევის საფრთხე საბერძნეთსაც ემუქრება?! – ექსპერტების შეფასებები

საფრანგეთში ბაღლინჯოების შეტევამ საბერძნეთშიც შეშფოთება გამოიწვია, თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ეს არ არის ფენომენი, რომელიც ახლა აღმოვაჩინეთ, არამედ კარგად ცნობილი პრობლემა, რომელთან გამკლავების გზებიც არსებობს.

“ბაღლინჯოების პრობლემა ყოველთვის არსებობდა. ჩვენ ვსაუბრობთ მწერზე, რომელიც მოგზაურობს, ეს ნიშნავს, რომ ძალიან მარტივად შეიძლება ვნახოთ ჩანთებში, ჩემოდნებში, ადამიანები, რომლებიც გადაადგილდებიან, გადააქვთ ის და შესაბამისად, საბერძნეთშიც თავისუფლად მოხვდება. ის ძირითადად ეძებს ძნელად მისადგომ ადგილებს ბუდის გასაკეთებლად.

ბაღლინჯოები შეგვხვდება სასტუმროებში, სამხედრო ბაზებზე, მიგრანტთა ბანაკებში და ჩვეულებრივ კორპუსებშიც კი.

მიუხედავად ყველაფრისა, არ გვაქვს მიზეზი, რომ პანიკაში ჩავცვივდეთ, ეს სრულებით მოგვარებადი პრობლემაა. არსებობს მართვის ინტეგრირებული მეთოდები, არ უნდა მივმართოთ თვითნებურ გზებს, ქიმიკატების გამოყენებას, რაც საბოლოო ჯამში ჩვენვე გვაგდებს საფრთხეში. თუკი ამის საჭიროება გახდება, მითითებებს ავტომატურად მიიღებთ კომპეტენტური ორგანოებისგან,” აცხადებს ექსპერტი, გიორგოს ლამბრუ.

onalem

ტესტ