fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია საბერძნეთში: 3 წლის ბიჭი ყურძნის მარცვლებით დაიხრჩო, მშობლებმა კი, საავადმყოფოს ნაცვლად, პოლიციაში მიიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია საბერძნეთში, კერძოდ, კუნძულ ტინოსზე მოხდა. 3 წლის ბავშვი ყურძნის მაცვლებით დაიხრჩო, როდესაც დილით საუზმეს მიირთმევდა.

ინციდენტი გუშინ დილის საათებში მოხდა, ბავშვი ჭამდა და გარკვეულ მომენტში მისი მამა მიხვდა, რომ ბიჭი იხრჩობოდა. ვინაიდან პირველადი დახმარების გაწევა არ იცოდა, დრო კი, არ ჰქონდა, საავადმყოფოს ნაცვლად, შვილი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა, სადაც ოფიცრებმა შესაბამისი დაეხმარება გაუწიეს, თუმცა, მცირეწლოვანი არ სუნთქავდა.

არსებული ინფორმაციით, როდესაც პირველად დახმარებას უწევდნენ, პოლიციელებმა შეძლეს და ყურძნის ორი დიდი მარცვალი გადმოაგდებინეს ბავშვს პირიდან, თუმცა, ეს არ დაეხმარა, რადგან ძვირფასი დრო უკვე დაკარგული იყო. შემდეგ მანქანაში ჩასვეს და სასწრაფოდ ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ექიმები 1 საათის მანძილზე ცდილობდნენ ბიჭის მობრუნებას, მაგრამ ამაოდ.

“სამწუხაროდ, უძვირფასესი დრო უკვე დაკარგული იყო. დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ 4 წუთს ასეთ შემთხვევებში. ალბათ, ვინაიდან მამამ ეს გააცნობიერა, არჩია უფრო მახლობლელ განყოფილებაში მიეყვანა, ვიდრე ჯანმრთელობის ცენტრში, მაგრამ საბოლოოდ, ვერავინ შეძლო დახმარება,” აცხადებს კუნძულის ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგოს ვასილაკისი.

ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე ტინოსის პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.

onalem

ტესტ