fbpx
საბერძნეთი

მოქმედების 10 წლიანი ვადა პირადობის ახალ მოწმობებზე, რომელთა აღებასაც ბერძნების დიდი ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, თუ როგორი იქნება პირადობის ახალი მოწმობები, რომელთა აღებაც საბერძნეთში სექტემბრიდან სავალდებულო ხდება და ამ საკითხმა ბერძნების დიდ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. უფრო კონკრეტულად, ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ მათ აღებაზე, აპროტესტებენ ცალკეულად ფაქტს, რომ ამ მოწმობების აღება სავალდებულოა, შესაბამისად, უჩნდებათ ეჭვი და უნდობლობა.

პირადობის ახალი მოწმობები იქნება შემდეგი ინფორმაციის შემცველი: სახელი, გვარი, მამისა და დედის სახელები, სქესი, ეროვნება, დაბადების ადგილი, სისხლის ჯგუფი, სიმაღლე, ასევე, გაცემის თარიღი და ორგანო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თვლის, რომ ბარათი შეიცავს ჩიპს ან მისი საშუალებით ადამიანის ადგილმდებარეობის დადგენა იქნება შესაძლებელი, სამინისტრო განმარტავს, რომ ახალ მოწმობებს გეოლოკაციის სისტემა არ ექნებათ.

მათი აღების საფასური 10 ევროს შეადგენს, ხოლო მოქმედების ვადა იქნება 10 წელი.

როგორც მედია იუწყება, სამოქალაქო დაცვის სამინისტრო გეგმავს, რომ პასპორტის მონაცემების დაცვაც გააძლიეროს და განსხვავებული სახის პასპორტების გაცემა დაიწყოს 2024 წლიდან.

onalem

ტესტ